Минус Вахтанг Кикабидзе - Гадаргули хе вихо
Текст (слова) песни Вахтанг Кикабидзе - Гадаргули хе вихо:
შენზე ფიქრებს ბედავს გული თავხედი
სად გეძებო, ვაი რა შორს წახვედი,
რა იქნება შენს მახლობლად მეც ვიყო,
შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო.
წინ თუ შენი სახე გადამეღობა
მზე რად მინდა შენი თავიც მეყოფა,
რა იქნება, შენს მახლობლად მეც ვიყო,
შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო.
მარტოობამ იცი როგორ მაწვალა,
მე ხომ ნატვრა შენმა ხილვამ მასწავლა,
ამას ვნატრობ შენს მახლობლად მეც ვიყო,
შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო.
სხვა რა გთხოვო უგვირგვინო დედოფალს,
მე ხომ შენი მეზობლობაც მეყოფა,
რა იქნება შენს მახლობლად მეც ვიყო,
შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო.
შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო
რომ გაივლი ..ცულს ნუ დამკრავ, დე ვიყო…
Смотри ещё: